1-ელი აპრილიდან ტურისტებს ანტალიაში წყალქვეშა ექსკურსიებსაც შესთავაზებენ.
წყალქვეშა ნავი Nemo Primero 46 მგზავრეა გათვლილი. Nemo Primero თავის პირველ მოგზაურობას 1-ელ აპრილს განახორციელებს და წყალში 20 მ-ის სიღრმეზე ჩავა.
ზოგადად Nemo Primero-ს 110 მ სიღრმემდე ჩასვლაც შეუძლია, თუმცა საწყის ეტაპზე ტურისტებს მხოლოდ 20 მ სიღრმეზე ჩაიყვანს.
წყალქვეშა ნავის მოდერნიზება მფლობელებს 4,5-5 მლნ ევრო დაუჯდათ. ეგეოსის ზღვაში დაგეგმილია მეორე წყალქვეშა ნავის შემოყვანაც, თუმცა ეს გეგმები 2018 წელს ეხება.
2017 წელს Nemo Primero-ს წყალქვეშ 70 ათასი ტურისტის ჩაყვანა აქვს გეგმაში.
თავად Nemo Primero 18 მეტრი სიგრძისაა. მისი სიგანე კი 4 მეტრს შეადგენს. Nemo Primero 106 ტონას იწონის და მას წყალქვეშ 10 საათით გაჩერება შეუძლია.