დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წ. იანვარში 220 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 32 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 65 მლნ. აშშ დოლარი (2.2 ჯერ მეტი), ხოლო იმპორტი 155 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 37 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2016 წ. იანვარში შესაბამისად 31, 24 და 33 პროცენტი). 2017 წ. იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30 პროცენტი (2016 წ. იანვარში 37 პროცენტი).