2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 297 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 143 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.