2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია 6.6%-ით (71.3 მლნ აშშ დოლარით) და 1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
Policy and Management Consulting Group-ი განმარტავს, რომ პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 4.9%-ით (-12.3 მლნ აშშ დოლარი), ასევე შემცირება დაფიქსირდა მეორე კვარტალში - 0.4%-ით (-1.1 მლნ აშშ დოლარი), თუმცა, ბოლო ორ კვარტალში აღინიშნა ფულადი გზავნილების ზრდა, მესამე კვარტალში - 16%-ით (42.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეოთხე კვარტალში - 15.2%-ით (42.2 მლნ აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა (119 მლნ აშშ დოლარი), რაც 16.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
«2016 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდებოდა, შესაბამისად 15.1% (-13.4 მლნ აშშ დოლარით), 15.4% (-17.8 მლნ აშშ დოლარით) და 7.4%-ით (-8.7 მლნ აშშ დოლარით). მხოლოდ მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა 1.6%-ანი ზრდა (1.7 მლნ აშშ დოლარი). აშშ-დან ფულადი გზავნილების მოცულობა 2016 წლის ოთხივე კვარტალში გაზრდილია, შესაბამისად 18.9% (4.2 მლნ აშშ დოლარით), 20.7% (5.2 მლნ აშშ დოლარით), 36.5% (9.3 მლნ აშშ დოლარით) და 32.8%-ით (8.9 მლნ აშშ დოლარით).
2016 წლის პირველ ორ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია, შესაბამისად 32.7% (-13.2 მლნ აშშ დოლარით) და 20.7%-ით (-8.8 მლნ აშშ დოლარით). თუმცა, გაზრდილია მესამე (269%, 23.4 მლნ აშშ დოლარით) და მეოთხე კვარტალში (20.5%, 5.4 მლნ აშშ დოლარით). 2016 წლის ოთხივე კვარტალში, გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა იტალიიდან, შესაბამისად 6.5% (1.7 მლნ აშშ დოლარით), 13.9% (3.7 მლნ აშშ დოლარით), 12.7% (3.4 მლნ აშშ დოლარით) და 11.4%-ით (3.3 მლნ აშშ დოლარით)», აღნიშნულია Policy and Management Consulting Group-ის მიერ გავრცელებულ ანალიტიკურ ინფორმაციაში.
2016 წელს ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების სტრუქტურა შემდეგია: რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მთლიანი გზავნილების 34.3% (394.5 მლნ აშშ დოლარი) შემოდის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 11.1% (127.7 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთიდან - 10.8% (124.6 მლნ აშშ დოლარი), იტალიიდან - 10.5% (121.2 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთიდან - 7.6% (87.1 მლნ აშშ დოლარი).
2016 წელს რუსეთიდან კვლავაც ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები შემოდის, თუმცა, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა, 2015 წელთან შედარებით, შემცირებულია 8.8%-ით (-38.2 მლნ აშშ დოლარით). ამავე პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეოთხედან მეორე ადგილზე გადმოინაცვლა ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით და აშშ-დან გზავნილები 27.6%-ით (27.6 მლნ აშშ დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა საბერძნეთიდან (5.8%-ით, 6.8 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (11.2%-ით, 12.2 მლნ აშშ დოლარით) და თურქეთიდან (26.3%-ით, 18.1 მლნ აშშ დოლარით).
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში იმყოფება (მთლიანი ემიგრანტების 22%). ემიგრანტთა რაოდენობით უმსხვილეს ხუთეულში შედის საბერძნეთი (16%), თურქეთი (11%), იტალია (11%) და გერმანია (7%).
აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების მხოლოდ 5.7% ცხოვრობს აშშ-ში, თუმცა საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ პირველ ადგილზე იმყოფება. თუ დავუშვებთ, რომ საშუალოდ ერთი ემიგრანტი საფრანგეთიდან აგზავნის 1 დოლარს, მაშინ აშშ-დან საშუალოდ ერთი ემიგრანტი აგზავნის 7 დოლარს (7-ჯერ მეტს), რაც დაახლოებთ 1.2-ჯერ აღემატება რუსეთიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე გზავნილების მოცულობას (5.7 დოლარი).
უნდა აღინიშნოს, რომ იტალიიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობა (3.5 დოლარი) 1.4-ჯერ აღემატება საბერძნეთიდან იმავე მაჩვენებელს (2.4 დოლარი). რაც შეეხება გერმანიიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების შედარებით დაბალი მოცულობას (1.3 დოლარი), შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ გერმანიაში ემიგრანტები ძირითადად სასწავლებლად მიდიან.
2016 წელს გზავნილების მთლიანმა მოცულობამ წინასწარი მშპ-ს მაჩვენებლის დაახლოებით 8.2% შეადგინა, ხოლო მოხმარებასთან თანაფარდობა დაახლოებით 13%-ია*. 2016 წლის პირველ და მესამე კვარტლებში ფულადი გზავნილების თანაფარდობა მოხმარებასთან გაიზარდა, შესაბამისად 1.4 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 11.5% და 14.3% შეადგინა. მეორე კვარტალში გზავნილების თანაფარდობა მოხმარებასთან არ შეცვლილა, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 12.8% - ს უტოლდება.
2016 წლის მეოთხე კვარტალში ფულადი გზავნილების თანაფარდობა მოხმარებასთან წინასწარი შეფასებით 13.8%-ს შეადგენს, რაც 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს