მიმდინარე წლის იანვრის თვეში ოპეკმა შეამცირა ნავთობის მოპოვება 890,2 ათასი ბარელით/დღეში დეკემბრის თვესთან შედარებით 32,139 მილიონ ბარელამდე, ნათქვამია ოპეკის თებერვლის თვის ანგარიშში.
ამასთან, ქვეყნებმა, რომლებმაც თავის თავზე აიღეს მოპოვების შემცირება ვენის შეთანხმების ფარგლებში, ჯამურად შეამცირეს მოპოვება 1,146 მილიონი ბარელით შეპირებული 1,254 მილიონი ბარელიდან.
"ნავთობის მოპოვება ყველაზე მეტად შემცირდა საუდის არაბეთში, ერაყსა და არაბეთის გაერთიანებულ საემირატოებში, მაშინ როცა წარმოება გაიზარდა ნიგერიაში, ლიბიასა და ირანში", - აღნიშნულია ანგარიშში.
ოპეკის მონაცემებით, მოპოვება საუდის არაბეთში შემცირდა 496,2 ათასი ბარელით 9,946 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, ერაყში - 165,7 ათასი ბარელით - 4,476 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, არაბეთის გაერთიანებულ საემირატოებში - 159,3 ათასი ბარელი 2,931 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.
იანვარში ნიგერიამ გაზარდა ნავთობის მოპოვება 101,8 ათასი ბარელით დეკემბრის თვის მაჩვენებლამდე - 1,576 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, ლიბიამ - 64,7 ათასი ბარელით 675 ათას ბარელამდე/დღე-ღამეში, ირანმა - 50,2 ათასი ბარელით 3,775 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.