ოპეკმა 2017 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი გაზარდა. უცხოური მედია წერს, რომ პროგნოზის ზრდა დღე-ღამეში 35 ათასი ბარელით მოხდა.
განახლებული პროგნოზის თანახმად, 2017 წელს ნავთობზე მოთხოვნილება გაიზრდება 1,19 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 2016 წელთან შედარებით. ამასთან, 2017 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გაზრდილია 95,81 მლნ ბარელამდე.
გარდა ამისა, ოპეკის შეფასება 2016 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდასთან დაკავშირებით გაზრდილია 70 ათასი ბარელით დღე-ღამეში 1,32 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, მოთხოვნილების ოდენობა 2016 წელს შეფასებულია 94,62 მლნ ბარელის ოდენობით.