„ტავ ჯორჯია“ იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებულ მგზავრთნაკადს რეკორდულს უწოდებს და აცხადებს, რომ აეროპორტი 2017 წლის იანვარში 163 287 მგზავრს მოემსახურა. „ტავის“ ინფორმაციითვე, აღნიშნული მაჩვენებელი 31 %-ით მეტია, ვიდრე აეროპორტის მიერ 2016 წლის იანვარში გატარებული მგზავრთნაკადი.