ანტალია 2017 წელს ტურისტების 30%-იან ზრდას პროგნოზირებს. თურქული მედია წერს, რომ 2016 წელს ანტალია 5,7 მლნ ტურისტმა მოინახულა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა 30%-ით გაიზრდება და 8 მლნ-ს მიაღწევს.
სასტუმროთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხაკან დურანი აცხადებს, რომ იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ფასები გაზარდეს და სწორედ ამიტომ უცხოელი ტურისტი არჩევანს თურქეთზე გააკეთებს.