სტამბოლი სტრატეგიული პროექტების განხორციელებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. როგორც თურქული მედია წერს, 15 თებერვალს შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასული 6 კომპანია ტექნიკურ-ფინანსურ გათვლებს წარმოადგენს და აქედან საუკეთესო ბოსფორის ქვეშ სამდონიანი გვირაბის მშენებლობას დაიწყებს, რომელიც ქალაქის აზიურ და ევროპულ ნაწილებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
გვირაბის მშენებლობისთვის კონკურსი ჯერ კიდევ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა.
სამდონიანი გვირაბის მშენებლობა 5 წელში იგეგმება, რომელიც ინტეგრირებული იქნება საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებისთვის. უკვე გადაწყვეტილია, რომ გვირაბის ერთ-ერთი დონე მეტროპოლიტენს დაეთმობა და პროექტის შედეგად ხანგრძლივობა რითაც ევროპული და აზიური ნაწილები ერთმანეთს უკავშირდებიან 40 წუთით შემცირდება. მეტროპოლიტენის ახალი ხაზი სულ 31 კმ იქნება და ის 14 სადგურს გააერთიანებს.
მთავრობის გათვლებით მეტროპოლიტენის ამ ახალი ხაზით ყოველდღიურად 6,5 მლნ ადამიანი ისარგებლებს.