ავიაკომპანია British Airways-ის ბორტგამცილებლები დაბალ ხელფასს აპროტესტებენ და გაფიცვისთვის ემზადებიან. მორიგი გაფიცვა 17-დან 20 თებერვლამდეა დაგეგმილი.
როგორც უცხოური მედია წერს, 4000-მდე თანამშრომელი, რომელთა კონტრაქტებიც 2010 წელს გაფორმდა ხელფასის მომატებას ითხოვენ.
British Airways-ის ხელმძღვანელობამ ადრე განაცხადა, რომ იმ თანამშრომლების ხელფასი, რომელთანაც კონტრაქტი 2010 წელს გაფორმდა 21-25 ათას ფუნტამდე გაიზრდებოდა, თუმცა ბორტგამცილებლების ხელფასი მაინც 12 ათასი ფუნტია.