Google იძულებულია Google Play-დან ყველა პროგრამა წაშალოს, რომელიც მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალურობაზე არ არის ორიენტირებული.
კომპანიამ ამ პროგრამის შემქნელებს უკვე გაუგზავნა წერილი, თუ რომელი პროგრამები მოითხოვენ მომხმარებელთა პირად ინფორმაციას.
Google მოითხოვს, რომ მათ კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნის წესები შეიმუშაონ, ან საკუთარ სერვისებს კამერასთან, მიკროფონთან და კონტაქტებთან წვდომა „აუკრძალონ“.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Google-ს მოთხოვნა მისსავე მაღაზიაში მილიონობით პროგრამის გაქრობის წინაპირობაა.
პროგრამების შექმნელებმა კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნისა და შემდგომ მათი დაცვის წესების შემუშავება 15 მარტამდე უნდა მოასწრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროგრამები Play Store-ში დაიბლოკება და საერთოდ გაქრება.