თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს ქვეყანაში მუშაობის ნებართვა 73 584 უცხოელმა მოიპოვა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აქედან 37 965 მამაკაცი იყო, ხოლო 35619 ქალი.
2016 წელს თურქეთში მუშაობის ნებართვაზე უარი ეთქვა 2483 უცხოელს, ხოლო 968 ადამიანზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის.
2016 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი სამუშო ნებართვა სირიის მოქალაქეებზე გაიცა.
2016 წელს უცხოელებზე გაცემული ოფიციალური სამუშაო ნებართვების "ლიდერები" ასეთია
- სირიის მოქალაქე — 13 298
- საქართველოს მოქალაქე — 7635
- უკრაინის მოქალაქე — 5593
- ჩინეთის მოქალაქე — 4397
- თურქმენეთის მოქალაქე — 3474
- ყირგიზეთის მოქალაქე — 3049
- უზბეკეთის მოქალაქე — 1435
- ინდოეთის მოქალაქე — 1970
- რუსეთის მოქალაქე — 1966