მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები გამოსახლებების შეწყვეტას და სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა პრემიერის სახელზე პეტიცია შეიტანეს. ისინი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ, რათა მოისმინონ მისი პოზიცია.
დაზარალებულების თქმით, მათ სურთ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბანკებს აღარ ექნებათ უფლება, რომ მოქალაქეები საკუთარი საცხოვრებლიდან გამოასახლონ.