ავიაკომპანია Anda Air-მა შესაძლოა უკრაინის ქალაქ კრივოი როგიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყოს.
კრივოი როგის აეროპორტში განმარტავენ, რომ ავიაკომპანია Anda Air-თან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა კომპანიამ საქართველოს და ჩერნოგორიის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელება დაიწყოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადამზიდავი კრივოი როგი-ბათუმის მიმართულებაზე გეგმავს ოპერირებას.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Anda Air-მა 2016 წელს ბათუმის მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა.
Anda Air-ი 2015 წელს დაფუძნებული ავიაკომპანიაა და ის ძირითადად ჩარტერული რეისების შესრულებაზეა ორიენტირებული.
Anda Air-ის მიმდინარე საინვესტიციო პაკეტის ღირებულება 15 მლნ დოლარია.