სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანებულების მოქმედების აღდგენაზე უარი თქვა. მოსამართლემ სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სიეტლის სასამართლომ ტრამპს საემიგრაციო რეგულაციები გასულ კვირას დაუბლოკა. ახალი კანონით, 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა და ლტოლვილების მიღება იყო შეჩერებული.