2017 წელს სმარტფონ iPhone-ს 10 წელი უსრულდება. როგორც უცხოური მედია წერს, ახალი iPhone-ს ღირებულება ზოგადად iPhone-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება - 1000 დოლარზე მეტი.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს Apple ერთდროულად სამ iPhone-ს წარმოადგენს, საიდანაც ორი iPhone 7S და 7S Plus იქნება, ხოლო მესამე ახალი მოდელის სახელი iPhone 8 ან iPhone X იქნება.
საიუბილეო მოდელი Apple-ის სმარტფონების წარმოების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება.