2016 წლის IV კვარტალში ანგლო-ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის კონცერნი "Shell"-ის სუფთა მოგება 1,6-ჯერ გაიზარდა 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 1,541 მლრდ დოლარი. ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ მონაცემებში. კომპანიის მოგება 2016 წელს გაიზარდა 2,4-ჯერ 4,575 მილიარდ დოლარამდე.
კომპანიის შემოსავალმა 2016 წლის IV კვარტალში შეადგინა 64,767 მლრდ დოლარი, რაც 11,4%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2,16 წლის შედეგებით კომპანიის შემოსავალი შემცირდა 11,8%-ით 233,591 მლრდ დოლარამდე.
IV კვარტალში Shell-ის მოგებამ დაბეგვრამდე შეადგინა 3,428 მლრდ დოლარი წინა წლის 241 მლნ დოლარის ზარალის მაჩვენებელთან შედარებით. 2016 წლის შედეგებით მოგება დაბეგვრამდე გაიზარდა 2,7-ჯერ 5,606 მლრდ დოლარამდე.
IV კვარტალში ნედლეულის მოპოვება გაიზარდა 28,5%-ით 3,905 მლნ ბარელ სანავთობო ექვივალენტამდე დღე-ღამეში. მათ შორის, ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება გაიზარდა 27,6%-ით 1,954 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, ხოლო გაზის მოპოვება - 29,5%-ით 11,315 მლრდ კუბურ ფუტამდე დღე-ღამეში.
2016 წლის შედეგებით Shell-მა ნედლეულის მოპოვება გაზარდა 24,2 %-ით 3,668 მლნ ბარელ სანავთობო ექვივალენტამდე დღე-ღამეში. ამასთან ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება გაიზარდა 21,8%-ით 1,838 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, ხოლო გაზის მოპოვება - 26,7%-ით 10,613 მლრდ კუბურ ფუტამდე/დღე-ღამეში.