აზერბაიჯანის ხელისუფლება ასრულებს ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულებას ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ მიღებული შეთანხმების ფარგლებში. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 793 900 ბარელი/დღე-ღამეში.
ამასთან, 743 100 ბარელი შეადგენს ნედლ ნავთობს, 50 800 ბარელი - კონდენსატს. "ამგვარად ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობის დღე-ღამური მოპოვების 558 000 ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა სრულად შეასრულა მოპოვების კლების ვალდებულება 35 000 ბარელით/დღე-ღამეში".
აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანში ნავთობის დღე-ღამური მოპოვება შეადგენდა 829 000 ბარელს.