6 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია იწყებს ღია ლექციების ციკლს, რომლის განმავლობაში აკადემიის ექსპერტები და ტრენერები შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხსა და თემას.
ღია ლექციების მიზანია, საზოგადოება გაეცნოს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსებს.
ამ ეტაპზე, შერჩეულია 15 თემა, მათ შორისაა:
- საერთაშორისო დაბეგვრა;
- საგადასახადო აუდიტის სახეები, მიმდინარეობის პროცესი, აუდიტის განხორციელება;
- საინვესტიციო გადაწყვეტილებები და ფულის ღირებულება დროში;
- ძირითადი აქტივების აღრიცხვის თავისებურებები საჯარო სექტორში;
- ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვებში;
- საბაჟო პროცედურების, გაფორმებისა და დაბეგვრის სიახლეები;
- ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების მომზადებისა და წარდგენის ზოგადი საფუძვლები საჯარო სექტორში;
- დღგ-ს გადამხდელთათვის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის წესი.
ერთ მსმენელს დარეგისტრირება შეუძლია მხოლოდ სამ ღია ლექციაზე. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი. დასწრება უფასოა. საინტერესო შეხვედრებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე:
http://www.mofacademy.ge/4483