2016 წელს თურქეთის სასტუმროების დატვირთულობამ 50,8%-ი შეადგინა. შესაბამისად ამ მაჩვენებლებით თურქეთმა ევროპის მასშტაბით ბოლო ადგილი დაიკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სასტუმროთა კავშირში ადასტურებენ.
2015 წელს თურქეთის სასტუმროთა დატვირთულობის კოეფიციენტმა 61,7%-ი შეადგინა.
გასულ წელს სასტუმროთა დატვირთულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირლანდიამ დააფიქსირა - 77,7%-ი.
სასტუმროთა დატვირთულობის მხრივ „შესანიშნავ სამეულში“ მოხვდნენ ასევე ინგლისი (77,2%) და უნგრეთი (74,7%).
ევროპის სასტუმროთა საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელმა 2016 წელს 70,4%-ი შეადგინა.