სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში სწრაფი და მარტივი გადახდებისთვის პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს უკონტაქტო ბარათებსა და Pay Sticker-ს სთავაზობს.
ბანკის ინფორმაციით, ამიერიდან, ახალ ვიზა კლასიკ/ელექტრონ სადებეტო ბარათებს ექნებათ უკონტაქტოდ შესყიდვა/გადახდის ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებელს, ბარათით გადახდა 3-ჯერ უფრო სწრაფად განახორციელონ ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის ბარათით.
ბიზნეს კლიენტებისაც ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ უკონტაქტო ვიზა ბიზნეს ბარათით.
დამატებითი კომპორტისათვის პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს ახლა უკვე სთავაზობს Pay Sticker-ს. სტანდარტული პლასტიკური ბარათისგან განსხვავებით, Pay Sticker პატარა ზომის ბარათია, რომელსაც მომხმარებელი სასურველ ნივთს, ამაგრებს, მაგალითად მობილურ ტელეფონს და გადახდის დროს ამ ნივთს ადებს პოს ტერმინალს. Pay Sticker-ით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა ფლობდეს პროკრედიტ ბანკის პლასტიკურ ბარათს. უკონტაქტო ბარათებისა და Pay Sticker-ით 50 ლარამდე შესყიდვა პინ-კოდის შეყვანის გარეშე ხდება, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. თუ თქვენი შესყიდვის ღირებულება 50 ლარს აღემატება, დამატებით დაგჭირდებათ პინ კოდის მითითება ტერმინალზე.
უკონტაქტო ბარათების ღირებულება ბარათების არსებული ღირებულების ანალოგიურია, Pay Sticker ფასი კი 20 ლარს შეადგენს.
უკონტაქტო გადახდა გადახდის თანამედროვე ფორმაა, რაც მომხმარებელს უზოგავს დროს და უმარტივებს ანგარიშსწორებას სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.