ბარაქ და მიშელ ობამები კარიბის კუნძულზე ისვენებენ. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი TMZ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი და ყოფილი პირველი ლედი ნეკერის კუნძულზე Virgin Group-ის მფლობელის, რიჩარდ ბრენსონის მფლობელობაში იმყოფებიან. საპრეზიდენტო უფლებამოსილება ობამას 20 იანვარს ამოეწურა, რის შემდეგაც ის დონალდ ტრამპმა შეცვალა.