აშშ სენატმა ჯეიმს მეტიკის კანდიდატურას თავდაცვის მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ სენატორმა კირსტენ ჯილიბრენდმა მისცა. გენერალი მეტისი ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსში 2013 წლამდე მსახურობდა, რის შემდეგაც გადადგა. თავდაცვის მდივნის პოსტი მას არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა.