ბრიტანეთი უკრაინას არ უღალატებს და რუსეთთან პირისპირ არ დატოვებს. ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას ტრამპის გაპრეზიდენტება უკრაინის მხარდაჭერაზე, მაიკლ ფელონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო საკუთარ ღირებულებებს არასდროს უღალატებს.
„ბრიტანეთი მსოფლიო არენაზე საკუთარ გავლენას აძლიერებს და ამასთან, მტკიცედ უჭერს მხარს მეგობარი ქვეყნის, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის გაკეთებისკენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც,“-აღნიშნა ფელონმა.