ამერიკის არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებიც შეუერთდნენ. დემონსტრანტებს სიტყვით რობერტ დე ნირომ, ალეკ ბოლდუინმა და მარკ რუფალომ მიმართეს. აქცია ტამპ-ტაუერთან გაიმართა. ტრამპის პრეზიდენტობას პროტესტი რეჟისორმა მაიკლ მურმა, ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ და სხვა ცნობილმა სახეებმაც გამოუცხადეს.