უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინამ დონბასის შესანარჩუნებლად დროებით ყირიმი უნდა დათმოს, მისი კოლეგა რაფატ ჩუბაროვი გამოეხმაურა.
„მისი ეს განცხადება ყოვლად მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და ცინიკურია. ეს არის უკრაინელი ხალხისა და ყირიმელი თათრების ღალატი. სამწუხაროა, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს ადამიანი, რომელიც რუსების ტყვეობაში იმყოფებოდა,“-აღნიშნა ჩუბაროვმა.