თურქეთის პროკურატურამ დაკავების სანქცია 243 სამხედრო მოსამსახურეზე გასცა. მათი დაკავების ოპერაცია ერთდროულად 54 პროვინციაში ტარდება. სამხედრო მოსამსახურეები 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამაავე ბრალდებით არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქეთში 32 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს.