საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი ყირიმში მიიწვიეს. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ჩასვლა მას დეფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი მურადოვმა შესთავაზა. მანამდე მარინ ლე პენმა ღიად განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიარებს. მისივე მტკიცებით, ყირიმის უკრაინის ნაწილი არასდროს ყოფილა.