ცნობილი რუსი მომღერალი ნატაშა კარალიოვა უკრაინაში ბებიის დაკრძალვაზე ჩასვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ის ინსტაგრამში წერს. ესტრადის ვარსკვლავის თქმით, მისი ბებია კიევში გუშინ გარდაიცვალა, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს, კარალიოვა კიევში ვერ ჩადის.