ევროპარლამენტის ახალ თავმჯდომარედ ანტონიო ტაიანი აირჩიეს. იტალიელი პოლიტიკოსი პოსტზე მარტინ შულცს შეცვლის, რომელმაც თავმჯდომარეობაზე უარი ნებაყოფლობით თქვა და გერმანიის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 63 წლის ტაიანი წარსულში იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის პრესმდივანი და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი იყო. მას ხმა ევროპარლამენტის 351-მა დეპუტატმა მისცა.