ნიგერიის ავიაციამ შეცდომით დევნილების ბანაკი დაბომბა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დაშავებულთა შორის წითელი ჯვრისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან.