გაეროში აშშ ელჩი სამანტა პაუერი ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. დიპლომატმა მოსკოვი აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში დაადანაშაულა და ღიად განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო წესრიგს არღვევს. ამის მაგალითად მან ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლი, სირიის მოქმედი რეჟიმის მხარდაჭერა და კიბერთავდასხმები დაასახელა.