ცნობილი ეგვიპტელი ფეხბურთელი მუჰამედ აბუტრიკა ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულეს. ამის შესახებ სპორტსმენის ადვოკატმა განაცხადა. მისივე თქმით, აბუტრიკას „ძმებ მუსლიმანების“ დაფინანსებაში ედება ბრალი. 2013 წელს „ძმები მუსლიმანები“ ეგვიპტეში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ფეხბურთელი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.