დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ხალხი პუტინს უნდა ენდოს, იმედგაცრუებას იწვევს. ამის შესახებ BBС-ის პროგრამა Hard Talk-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა.
„წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის ბატონი ტრამპი პუტინის მიმართ ასეთი კეთილი, მაშინ, როდესაც მათი შეხედულებები პოლიტიკაზე, ეკონომიკასა თუ სხვა ნებისმიერ საკითხზე რადიკალურად განსხვავდება. ვერ გამიგია, რატომ მოწონს ტრამპს პუტინი,“-განაცხადა ნავალნიმ.