პაკისტანელი არბაბ ჰიზერ ჰაიატი თავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანად აცხადებს. 25 წლის ახალგაზრდა 430 კილოგრამს იწონის. მძიმე წონის მიუხედავად, არბაბი აცხადებს, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და პროფესიონალურ სპორტშიც სურს ძალების გამოცდა. წონის დაკლებაზე მას ფიქრიც კი არ სურს და იმისათვის, რომ კონდინცია შეინარჩონოს, დღეში 10 ათას კილოკალორიას მიირთმევს. მის დღიურ რაციონში 36-40 კვერცხი, 3 კგ ხორცი და 5 ლ რძე შედის.