პოლონეთში ამერიკული ჯავშან-ტექნიკისა და თვითმავალი არტილერიის პირველი პარტია შევიდა. ტექნიკასთან ერთად ქვეყანაში 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც  განთავსდება, რომლებიც სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციას უზრუნველყოფენ. აღმოსავლეთ ევროპის ფლანგის გაძლიერების გადაწყვეტილება მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მიიღო. ოპერაცია ნატოს ფარგლებში ხორციელდება.