სამხრეთ კორეაში აგორებული კორუფციული სკანდალი, რომელშიც პრეზიდენტი პან კინ ხეც ფიგურირებს, სამსუნგსაც შეეხო. გამომძიებლებმა კომპანიის ტოპ-მენეჯერი ლი ჩე იონი დაკითხეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სამსუნგი პრეზიდენტის მეგობრის, ჩხვე სუნ სილის მიერ კონტროლირებად არაკომერციულ ფონდებში სოლიდურ თანხებს რიცხავდა. სწორედ ამ ფონდების გამო დაიწყო კორუფციული საქმის გამოძიება, რამაც სამხრეთ კორეის ლიდერის რეპუტაცია შეიწირა.