დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე არჩეული კანიდატი რექს ტილერსონი რუსეთს ამერიკისთვის პრიორიტეტულ საფრთხედ გამოაცხადებს და მოსკოვს ვაშინგტონის ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს. სტატიაში ტილერსონის 11 იანვრის გამოსვლის ფრაგმენტებიცაა მოყვანილი. სენატში სიტყვით გამოსვლისას მომავალმა სახელმწიფო მდივანმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების ინტერესების იგნორირებას ახდენს. „მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი მოკავშირეების წინაშე აღებულ ვალდებულებებს შევასრულებთ. ამავე დროს, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისგება მოუწევს,“-აღნიშნა ტილერსონმა.