გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ძმასა და ძმისშვილს ამერიკელი მაღალჩინოსნის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, შენობების კომპლექსის ხელში ჩასაგდებად ისინი სახელმწიფო მაღალჩინოსანს ქრთამს სთავაზობდნენ. ბან კი მუნის ძმიშვილი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა. ის 250 ათასიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.