მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა ავღანეთის სამხრეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამხედრო ნაწილთან აიფეთქა. ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიუკალურ დაჯგუფებას არ აუღია.