მასობრივი არეულობები ანკარაში. პოლიციამ პარლამენტის წინ შეკრებილი ასობით დემონსტრანტი ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებებს უცხადებდნენ პროტესტს, რომლითაც პრეზიდენტ ერდოღანს უფლებამოსილება გაეზრდება. ოპოზიცია ერდოღანს ფაშისტურ ქმედებებსა და ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს.