ერაყის არმიამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა. კოალიციის ავიაციის დახმარებით სახელისუფლო ძალებმა ნაინავას პროვინციაში რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს. ავიადარტყმებს 45 ისლამისტი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. საჰაერო დარტყმები მუსულისა და ტალ-აფარის რაიონებზეც განხორციელდა.