ირანში 82 წლის ასაკში ყოფილი პრეზიდენტი ალი აკბარ რაფსანჯანი გარდაიცვალა. მას ინფარქტი მოუვიდა. პრეზიდენტის პოსტს რაფსანჯანი 1989-1997 წლებში იკავებდა, რის შემდეგაც საპრეზიდენტო არჩევნები მაჰმუდ ახმადი ნეჯადთან წააგო. იმის მიუხედავად, რომ რაფსანჯანი კლერიკალურ წრეებთან იყო ავშირში, კონსერვატიულ პრაგმატიკოსად ითვლებოდა და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრე იყო.