კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურის ბრძანებით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგის ანგარიში დამტკიცდა.
ანგარიშში, შესაბამის ბაზარზე, საქმიანობის განმახორციელებელი ყველა იმპორტიორი, მწარმოებელი სუბიექტი, თითოეული ბრენდის რეალიზაციის მაჩვენებელი, კონცენტრაციის დონე, ბაზარზე მოქმედი ძირითადი ტენდენციები, კონკურენტული ვითარება დეტალურადაა შესწავლილი და შეფასებული.
კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა, არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის დიდი კონკურენციაა და ბაზარიც, შესაბამისად, განვითარებას ექვემდებარება.