ალაბამას შტატში ტორნადომ 4 ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერმა ქარმა ათობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა და ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა. ტორნადოს ძლიერი წყალდიდობაც დაერთო, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ანალოგიური ვითარებაა ლუიზიანაშიც, სადაც ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შედეგად ათობით ათას აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.