პოლონეთის ქალაქ ბანიში ბერლინის ტერაქტისას დაღუპული მძღოლი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალს პრეზიდენტი დუდაც დაესწრო. ლუკაშ ურბანი იმ სატვირთო ავტომანქანას მართავდა, რომლითაც ტუნისელი ტერორისტი საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა. ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. 37 წლის პოლონელმა მძღოლმა ტერორისტს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ამრიმ ის მანქანაში მოკლა.