უკრაინული ავიაგადამზიდავი FlyUIA კიევი-თბილისის რეისზე მგზავრებს ტკბილეულს დაურიგებს. Ukraine International Airlines-ის (FlyUIA) ინფორმაციით, შობა-ახალი წლისთვის ავიაკომპანია მგზავრებს ტკბილი საჩუქრებით გაანებივრებს. „ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის D ტერმინალის ზომნაში ნაძვის ხე უკვე დავდგით. 25-31 დეკემბრსა და 1-7 იანვარს FlyUIA-ის ყველა მგზავრს დღესასწაულს თოვლის ბაბუა მიულოცავს და საახალწლო ორცხობილებით დაასაჩუქრებს“, აცხადებენ ავიაკომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ FlyUIA მგზავრებს საახალწლო ტკბილეულს სპეციალური პაკეტებით დაურიგებს, რომელზეც ავიაკომპანიის მილოცვაც იქნება დატანილი.