ახალი ეროვნული სასწვლო გეგმის დამტკიცებისას მოსწავლეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული,- განაცხადა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
"ამ პროცესში შევეცდებით, გავითვალისწინოთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესი. დღესდღეობით, ჩვენი მოსწავლეები დატვირთული არიან მე-7 მე-8, მე-9, კლასში, ბევრი გაკვეთილი და ბევრი დავალება აქვთ. მე-11, მე-12 კლაში დატვირთვა არის საკმარისი და ოჯახებს უწევთ რეპეტირორების დახმარების გამოყენება, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი დაპირებაა, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ბავშვებს ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო, მეტი საშუალება, მეგობრებთან ურთიერთობის, მეტი საშუალება კლასგარეშე აქტივობის, კითხვის, თამაშის, ხელოვნებას და სპორტთან ზიარების და ბოლო კლასებში იყვნენ მაქსიმალურად კონცენტირირებული აკადემიურ მოსწრებასა და აკადემიურ შედეგებზე. გვჯერა, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ შედეგებსაც და მზადყოფნასაც ზრდასრული ცხოვრებისთვის",-აღნიშნა ჯეჯელავამ.