ანგელა მერკელი გერმანიის ყველაზე პოპულარულ ადამიანად რჩება. წინასაშობაო გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევის სააგენტომ ჩაატარა. რესპოდენტთა 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ კანცლერი სწორ პოლიტიკას ატარებს, თუმცა გამოკითხულთა 30 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანაში საემიგრაციო კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. ცნობილია ისიც, რომ მერკელი კანცლერის პოსტის დაკავება მეოთხე ვადით იყრის კენჭს.