gwp - ის 2017 წლის საყოფაცხოვრებო ტარიფი მრიცხველიანი და უმრიცხველო აბონენტებისთვის უცვლელი დარჩა, კომერციული ობიექტებისთვის კი ერთნახევარი თეთრით გაიზარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკ-მა სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე განიხილებოდა "რუსთავის წყლის" და "მცხეთის წყლის" ტარიფები.
"რუსთავის წყლის" ტარიფი 0,45 თეთრით გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო მიმართულებით კომერციულ კომპანიებზე, ხოლო ვისაც მრიცხველი არ აქვს, მათთვის წყლის ტარიფი 13 თეთრით გაიზარდა.
რაც შეეხება „მცხეთის წყალს“, ამ შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფი გამრიცხველიანებული და გაუმრიცხველიანებელი აბონენტების შემთხვევაში უცვლელი დარჩა, ხოლო კომერციული ტარიფი ერთი ლარით შემცირდა